English / ქართული / русский /
როზეტა ასათიანი
საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკისა და ახალი ნეოკლასიკური სინთეზის ურთიერთკავშირი

რეზიუმე 

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა ეკონომიკური თეორიის შედარებით ახალი დარგია, ამასთან, იგი სასწავლო დისციპლინაცაა, რომელიც წარმატებით ისწავლება დასავლეთის უნივერსიტეტებში. საუნევერსიტეტო სწავლებაში საზოგა¬დოებრივი სექტორის ეკონომიკის საგნის შემოღება დროის მოთხოვნაცაა და ობიექტური აუცილებლობა. იგი მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამოძახილიცაა და ეროვნული დაკვეთაც, ვინაიდან შეისწავლის იმას, თუ “ველური” კაპიტალიზმი როდის უნდა გარდაიქმნას სოციალურად ორიენტირებულ საბაზრო ეკონომიკად, კაპიტალიზმის ცივილიზებულ ფორმად და ეკონომიკურ სისტემას არ უნდა ჰქონდეს ანტისოიალური ფორმა, არ ხასიათდებოდეს საზოგადოებრივი მორალის დეფორმაციით, რაც დამახასიათებელია სუსტად განვითარებული ქვეყნებისთვის და რომლის ნიშნებიც გამოიკვეთა საქართველოშიც. 

ძირითადი ცნებები 

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა. “კეინზიანური რევოლუცია”. გაეროს ეროვნულ ანგარიშთა სისტემა. მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია. პოსტინდუსტრიული საზოგადოება. საკუთრების პლურალიზმი. არაკომერციული ორგანიზაციები. “მესამე სექტორი”. სამოქალაქო საზოგადოება.

ინდუსტრიულმა ეპოქამ დასაბამი მისცა ხანგრძლივ ისტორიულ ციკლს, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრების გაბატონებული მდგომარეობა და აქედან გამომდინარე, კერძო ინტერესების პრიორიტეტი საზოგადოებრივთან შედარებით. ამ პერიოდში ყურადღების ცენტრშიიდგა ცალკეული ფირმა და მისი მოგების მაქსიმიზაციის პრობლემა. ეს იყო მიკროეკონომიკური პარადიგმებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ინდივიდუალისტური კონცეფციის ბატონობის ეპოქა. მისი იდეოლოგია ადამიანს განიხილავდა, როგორც ეკონომიკურ ფენომენს, როგორც წარმოების საშუალებას და არა როგორც საზოგადოებრივი წარმოების მიზანს. საზოგადოებრივ ინტერესებზე კერძო ინტერესების პრიორიტეტის პერიოდი აღინიშნა ექსპლუ-ატაციური ურთიერთობების გაძლიერებით და სხვა ანტისოციალური მოვლენებით, მათ შორის, საზოგადოებრივი მორალის დეფორმაციით. ამ პერიოდში ზედმეტი იყო საუბარი ეკონომიკის სოციალურ ორიენტაციასა და საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის არსებობა-ფუნქციონირებაზე. ეს ეპოქა მოიცავს XVIII საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდანდან XX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისამდე განვლილ პერიოდს.

დასავლური ცივილიზაციის ინდუსტრიულ ეპოქაში გაბატონებულმა სმითისეულმა კონცეფციამ, რომელიც სახელმწიფოს განიხილავდა როგორც “ღამის დარაჯს”, ხოლო სახელმწიფოს საქმიანობას  არამწარმოებლურ შრომად, ადგილი კეინზიანურ მაკროეკონომიკურ რეგულირებას დაუთმო. ეს მოვლენა საზოგადოებრივი პროგრესის დაწყების მომასწავებელი იყო. იგი, პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვნად დააჩქარა “კეინზიანურმა რევოლუციამ” და, შეიძლება ითქვას, მისი განმაპირობებელი ფაქტორიც კი გახდა*.

XX საუკუნის 40-იანი წლებიდან მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში დაწყე-ბული ეს უპრეცენდენტო მოვლენა, რომელიც უკავშირდება თითქმის 160 წლის მანძილზე _ XVIII საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან (კლასიკური ეკონომიკური თეორიისა და ინგლისური კლასიკური სკოლის აღმოცენებიდან)** “კეინზიანურ რევოლუციამდე” _ თავისუფალი ბაზრის იდეოლოგიაზე და-ფუძნებულ, მთვლემარე მდგომარეობაში მყოფ “ველური” კაპიტალიზმის გარდაქმნას სო¬ციალურ ორიენტაციაზე მორგებულ, მაკროეკონომიკუ¬რი რეგუ-ლირებით განმტკიცებულ ეკონომიკურ სისტემად, აღინიშნა როგორც შემობრუნების ეტაპი წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების ეკონომიკაში. სახელმწიფო “ღამის დარაჯიდან” ევოლუციური გზით მაკროეკონომიკურ რეგულატორად გარდაიქმნა, ხოლო ამ ცვლილების საფუძველზე საკუთრების პლურალიზმზე დაფუძნებულ ბაზარს განმსაზღვრელი როლი დაეკისრა ახალი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში[1].

სწორედ ახალ თვისებრიობაში გადაზრდილ კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემის ძირითად მახასიათებლად,ბაზრის პრინციპების რეალიზაციასთან ერთად, სოციალური ორიენტაცია იქნა აღიარებული, რამაც, თავის მხრივ, დაადასტურა ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების აუცილებლობის შესახებ კეინზიანური თეორიის სისწორე. სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ბაზრის “შეცდომების” გამოსწორება, რაც “ჰუმანიზაციის” მსოფლიო პროცესის საფუძველი გახდა.

ეკონომიკაში გაბატონებულმა მიკროეკონომიკურმა მიდგომამ ცენტრალური ადგილი მაკროეკონომიკურ თეორიასა და,აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირებას დაუთმო. ჯონ მეინარდ კეინზის (1883-1946) თეორიის მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია მის, შეიძლება ითქვას, `საუკუნის ნაშრომში” _ “დასაქმების, სარგებლისა და ფულის ზოგადი თეორია” (1936), ცალკეული ფირმის აყვავების პირობები შეიძლება არ ემთხვეოდეს მთე¬ლი ეკონომიკის განვითარების პირობებს, მათ შორის წარმოშობილი წინააღმდეგობების გადაჭრა კი შესაძლებელია არა ცალკეული ფირმების მოგების მაქსიმიზაციით, არამედ, მაკროეკონომიკური პროპორციების აღდგენითა და კვლავწარმოების საერთო პირობების სრულყოფით, რაშიც გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს აკისრია.[2] კეინზიანურ თეორიას, შემდეგ კი “კეინზიანურ რევოლუციას”, მოსახლეა მასთან ერთად, მრავალმა ცნობილმა მეცნიერმა დაუჭირა მხარი. მათგან განსაკუთრებით გამოვყოფდით მსოფლიოში აღიარებულ ისეთ მეცნიერებს, როგორებიცაა: უ. ბევერიჯი, ს. ჰარისი, ა. ჰანსენი, რ. ჰაროდი, ჯ. რობინსონი, პ. კრუგმანი და ა.შ. ეკონომიკაში სახელმწიფო როლის გააქტიურებას და ეკონომიკის სოციალური ორიენტაციის გაძლიერებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის წარმოშობამ, საფუძველში მის ჩამოყალიბებას წინ უძღოდა ობიექტური წანამძღვრები, რამაც საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკური მეცნიერების, ამ შედარებით ახალი დარგის, განვითარებას. ამ პროცესს ხელი შეუწყო, ერთი მხრივ, ეკონომიკური მიმდინარეობებისა და თეორიების განვითარებამ,* ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებრივ წარმოებაში მიმდინარე პროგრესულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა, მათ შორის, ტექნოლოგიების სფეროში დაწყებულმა ბუმმა.

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა ეკონომიკური მეცნიერების დედაბოძის _ ეკონომიკური თეორიის ახალი განშტოებაა. მაკროეკონომიკურმა თეორიამ საფუძველი ჩაუყარა მის გენეზისს, ამასთან, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა, არ შემოიფარგლება მხოლოდ მაკროეკონომიკური პრობლემებით, მის საკვლევ არეალში თავს იყრის მიკრო-, მეზო- და მეგაეკონომიკური პრობლემებიც, რაც კიდევ უფრო ზრდის მის როლსა და მნიშვნელობას ეკონომიკის სოციალური ორიენტაციის გაძლიერებაში.

ეკონომიკისათვის სიცოცხლისუნარიანობის მინიჭებაში უდიდესი როლი XX საუკუნის 50-იან წლების მეორე ნახევარში დაწყებულმა მეცნიერულ-ტექნიკურმარევოლუციამ შეასრულა, რომელმაც მძლავრი ბიძგი მისცა საზოგადოებრივი წარმოების პროგრესულ სტრუქტურულ გარდაქმნებს, გამოიწვია მომსახუ¬რების მწარმოებელი დარგების დაჩქარებული განვითარება და მოამზადა პირობები ინდუსტრიული საზოგადოების პოსტიუნდუსტრიულში გადაზრდისათვის.[3]

მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების ახალ ისტორიაში რევოლუციურ მახასიათებლად წარმოჩნდა მომსახურების სექტორის წილის უპირატესი ზრდა დანარჩენ ორ სექტორთან შედარებით. ეს მნიშვნელოვანი თეორიული პარა-დიგმები რეალურად აისახა ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებში.

ეკონომიკის სექტორებს შორის, მომსახურების სექტორის წილის უპირატესი ზრდა პოსტინდუსტრიული საზოგადოების მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახდა. მეცნიერთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, ეს გადასვლა მოასწავებდა არა მიღწეულიდან უკან დახევას, არამედ, პირიქით, უფრო მაღალი სოციალური წესრიგის გამარჯვებას.

60-იანი წლებიდან ახალი ერა დაიწყო კაცობრიობის ისტორიაში, რაც ახალი მსოფლიო წესრიგისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის დასაწყისიც იყო.[4]

ამ ობიექტურმა წანამძღვრებმა საფუძველი ჩაუყარეს საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის წარმოშობასა და განვითარებას. ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირებასთან ერთად, კაპიტალიზმის მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე პირველად ბაზრის, როგორც მეურნეობის ეფექტიანი მექანიზმის, ჩამოყალიბებამ უდიდესი როლი შეასრულა საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის წარმოშობაში. იგიცივილიზაციისერთ-ერთმნიშვნელოვანმონაპოვრადიქნააღიარებული.

1953 წელს, პირველად მსოფლიო ისტორიაში, გაეროს მიერ 1948 წელს პროექტის სახით მიღებულ საერთაშორისო სტანდარტულ დარგობრივ კლასიფიკაციაზე დაყრდნობით, შეიქმნა ეროვნულ ანგარიშთა სისტემა,* რომელიც სა-ფუძვლად დაედო მოცემული ქვეყნის ეკონომიკის დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური კავშირების შესწავლას, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მსოფლიო ეკონომიკის ციფრების ენით ამეტყველებას. ამასთან, დასაბამი მიეცა მომსახურების სფეროს დივერსიფიკაციას, მისი განსაკუთრებული როლის წარმოჩენასა და ახალი ტექნოლოგიების შექმნას.[5] რეალური სექტორი (აგრარული და ინდუსტრიული სექტორები) მიზეზ-შედეგობრივ კავშირურთიერთობაში აღმოჩნდა მომსახურების სექტორთან. ამ პროგრესულმა მოვლენამ მსოფლიო ეკონომიკური განვითარების ვექტორი შეცვალა. უკვე 60-იანი წლებიდან კაპიტალიზმის გავითარებაში დაიწყო ახალი ეპოქა – ინდუსტრიული საზოგადოების პოსტინდუსტრიულში გადაზრდის შეუქცევადი პროცესი.[6] ამ მოვლენამ უდიდესი როლი შეასრულა საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის, როგორც მეცნიერების, წარმოშობაში. ამ გადასვლით ყურადღება გამახვილდა ახალი საზოგადოების, ახალი სოციუმის ფორმირებაზე. დაიწყო ტრადიციული სოციალური სტრუქტურების არსებითი მოდიფიკაცია, საფუძველი ჩაეყარა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებასაც. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან ეკონომიკურად დაწინაურებულმა ქვეყნებმა მიიღეს განვითარებული ქვეყნის სტატუსი.**

ამ პერიოდიდან მოყოლებული, კაპიტალიზმის ტრანსფორმაციის შედეგად, კერძო კაპიტალისტური საკუთრების ბატონობაზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემის ახალ თვისებრიობაში გადაზრდამ ტრაექტორია შეუცვალა მსოფლიო განვითარებას. სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკის ფორმირება თანამედროვე მსოფლიოს განვითარების მნიშვნელოვან ტენდენციად იქცა და ახალი მსოფლიო წესრიგისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების გარანტადაა აღიარებული. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო ზნეობრივი ფასეულობების წინა პლანზე წამოწევას, რომელმაც ჩამოიტოვა მანამდე ფესვებ-გადგმული, შეიძლება ითქვას, სოციალური ინსტიქტით განპირობებული მოთხოვნილებები და მათზე მაღლა დადგა.

ასეთია ის ობიექტური წანამძღვრები, რომლებმაც შექმნეს პირობები საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის წარმოშობისათვის. ეკონომიკური მეცნიერების არც ერთი დარგისთვის არ არის ნიშანდობლივი ისეთი ძლიერი ინტეგრირებული საწყისი, როგორიც საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკისთვისაა.

პასუხი საბაზრო ეკონომიკის ტრიადაზე – რა? როგორ? ვისთვის? არ შემოიფარგლება მხოლოდ კერძო საქონლისა და მომსახურების კვლავწარმოებით. ამ ფუნდამენტური პრობლემების გადასაწყვეტად საკმარისი არ არის მხოლოდ მოთხოვნით გამოხატული ინდივიდუალური მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება, აუცილებელია სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაც. საბაზრო სისტემის ზოგად თეორიულ პრინციპებზე დაყრდნობით, ბაზრის პრიზმაში გავლითა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფო არეგულირებს თავის საქმიანობას ეკონომიკაში.

მაკროეკონომიკური რეგულირების კეინზიანური მოდელი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა სახელმწიფოს ეკონომიკური როლის გააქტიურებაში, XX საუკუნის 70-იანი წლების შუა ხანებამდე გამოიყენებოდა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში (აშშ-ში სწორედ ამ პერიოდში გაატარეს სიღარიბესთან ბრძოლის ფართომასშტაბური ღონისძიებები),* თუმცა, ჯ. მ. კეინზის მითითებების უგულებელყოფამ (რომელიც ითვალისწინებდა ეკონომიკის აღმავლობის პერიოდში “მოთხოვნის თეორიის” “მიწოდების თეორიით” შეცვლასა და ნეოკლასიკური პოსტულატების წინა პლანზე წამოწევას) და დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკაში სახელმწიფოს მეტისმეტმა ჩარევამ უარყოფითი შედეგები გამოიწვია, რაც გამოიხატა ინფლაციის გაძლიერებაში, ბიუჯეტის დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის გაზრდაში, გადასახადების გადიდებასა და ა.შ., რასაც მოჰყვა ეკონომიკური ზრდის შენელება და 1974-1975 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი.[7] მართალია, კეინზიანური მოდელის მოწინააღმდეგეთა შეხედულებების რენესანსმა ხელ¬შემწყობი პირობები შექმნა “სახელმწიფო მინიმუმის” კლასიკური თეორიის აღორძინებისათვის, მაგრამ, სახელმწიფოს არ დაუკარგავს თავისი როლი და მნიშვნელობა საზო¬გადოებრივი ინტერესების რეალიზაციის თვალსაზრისით, განსაკუთრებით 80-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკას საფუძვლად ახალი ეკონომიკური თეორია _ „ნეოკლასიკური სინთეზი” * დაედო.

საბაზრო ეკონომიკის განვითარება დროის მოთხოვნად შეფასდა. ჩამოყალიბდა ღია, ჰუმანური საზოგადოება, რომელიც დემოკრატიული ფასეულობების განვითარების საწინდარია.

მსოფლიოში სოციალურობის ტენდენციის გაძლიერებამ კანონზომიერი ხასიათი მიიღო. სოციალურ მაორიენტაციამ საბაზრო ეკონომიკა პოლიტიკურად სიცოცხლი სუნარიანი გახადა და დააჩქარა საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის ჩამოყალიბება-განვითარება, რომლის სიდიდეს ძირითადად განსაზღვრავს ეკონომიკის ნაციონალიზაციის დონე, სახელმწიფო ფინანსების ოდენობა, “მესამე სექტორის” მასშტაბებიდა ხელისუფლების პოლიტიკური ნება.

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა შეისწავლის შეუზღუდავი საზოგადოებრივი მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო სექტორში არსებული შეზღუდული რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზებსა და ოპტიმალური არჩევანის პრობლემას. იგი იკვლევს საზოგადოებრივ სექტორში არსებული რესურსების ფორმირებისა და გამოყენების პრობლემებს, მისი ორგანიზაციების ეკონომიკურ ქცევასა და გავლენას ეკონომიკის სექტორებისა (აგრარული, ინდუსტრიული და მომსახურების სექტორების) და შინამეურნეობების ეკონომიკურ საქმიანობაზე. ამ რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე დიდად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა, განსაკუთრებით, მისი სოციალური ორიენტირებულობის ხარისხი. ამიტომ შეზღუდული რესურსების, პირველ რიგში, სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანად გამოყენება, გადანაწილება და მიზანდასახული ხარჯვა საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის, როგორც მეცნიერების, კვლევის საგანი და მისი პრეროგატივაა.

უკანასკნელი ათეული წლების მანძილზე საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკას საპატიო ადგილი უჭირავს ეკონომიკურ მეცნიერებებსა და სასწავლო დისციპლინებს შორის. ამასთან, იგი ვითარდება სწრაფად. საერთაშორისო მას-შტაბით ეკონომიკაში სოციალური ორიენტირებულობის გაძლიერების ტენდენციამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა სა¬ზოგადოების განვითარებისთვის ეს მეტად საჭირო დარგი.

რა საკითხებზე ცდილობს პასუხის გაცემას საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა როგორც მეცნიერება?

ამ საკითხებს შორის ყველაზე არსებითია:

1. რა როლს ასრულებს მეცნიერების ეს დარგი ეკონომიკის სოციალური ორიენტირებულობის გაძლიერებისათვის?

2. რა როლს ასრულებს საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა სოციალუ-რად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის სოციალურ საბაზრო ეკონომიკად ფორმირებაში?

3. რა გავლენას ახდენს სახელმწიფოს შემოსავლებიდა ხარჯები ეკონომიკურ სუბიექტთა ქცევაზე, კერძო ფირმებსა და შინამეურნეობებზე?

4. რა გზით უნდა შემცირდეს ბიუჯეტის დეფიციტი _ მაღალი გადასახადების შემოღებით თუ სახელმწიფო ხარჯების შემცირებით?

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის ყურადღების ცენტრშია, პირველ ყოვლისა, სახელმწიფოს ზემოქმედება საბაზრო ეკონომიკის სხვა სუბიექტებზე.

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა შეისწავლის ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს როგორც პოზიტიური, ისე ნორმატიული ასპექტების გათვალისწინებით, ანუ საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა, ერთი მხრივ, შეისწავლის სახელმწიფოს ფაქტობრივ ეკონომიკურ საქმიანობას და მასზე სამეურნეო სუბიექტების რეაგირებას (მათქცევას),მეორე მხრივ, ფაქტებზე დაყრდნობით, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობას, ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში მათი ასახვის მიზანშეწონილობას.

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა, ქვეყნის ეკონომიკის სოციალური ორიენტაციის გაძლიერებასთან დაკავშირებით დასმული მრავალი პრობლემის გადაჭრისათვის იძლევა სამომავლო რეკომენდაციებს.

ბაზრის ნაკლოვანებებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის კვლევის სფეროშია მოქცეული ეკონომიკის არასაბაზრო სექტორი, რაც უშუალოდ უკავშირდება დასავლეთში საკმაოდ აპრობირებულ საზოგადოებრივი დოვლათის (Public goods) წარმოებას, საზოგადოების დაცვას უარყოფითი გარე ეფექტებისგან, სასიცოცხლო მნიშვნელობის დარგებში ბუნებრივი მონოპოლიების შენარჩუნებასა და მართვას, შემოსავლების გადანაწილებას გარკვეული დოზით, მაკროეკონომიკურ რეგულირებას საბიუჯეტო-საგადასახადო და ფულად-საკრედიტო მექანიზმებით და ა.შ. ამათ გარეშე ზედმეტია საუბარი სოციალურ რეფორმებზე. აქედან გამომდინარე,საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა შეისწავლის სახელმწიფოს, როგორც საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სუბიექტის, ეკონომიკურ ქცევას საზოგადოებრივი დოვლათის წარმოების, განაწილების, გაცვლისა და მოხმარების პროცესში. საზოგადოებრივ დოვლათზე მოთხოვნა-მიწოდება ხორციელდება სახელმწიფო რეგულირებითა და უშუალო კონტროლით.

ჭეშმარიტი სოციალური რეფორმები იწყება მაშინ, როდესაც სახელმწიფო შეიმუშავებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კანონმდებლობას (მათ შორის, ანტიმონოპოლიურსაც) მოქნილი ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებით, კონკურენციის დაცვით, ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატის შექმნით, მცირე ბიზნესის წახალისებითა და, საერთოდ, მოსახლეობის საქმიანი აქტიურობის გაზრდით მოახდენს საბაზრო უწონასწორობის* მინიმიზაციას, ისეთ მიმართულებას მისცემს ბაზარს, რომელიც განაპირობებს პიროვნების შესაძლებლობათა რეალიზაციას. ეს პრობლემებიც, რომელთა გადაჭრასაც სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკისაკენ მივყავართ, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის კვლევის სფეროა.

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის კვლევის არეალშია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. ეს უკანასკნელი საკითხთა ფართო წრეს მოიცავს, ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი და მისი მატერიალური საფუძველია. ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეკონომიკური უსაფრთხოების კრიტერიუმებისა და პარამეტრების შემუშავებას, რაც საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის პრეროგატივაა.

როგორც განვითარებული ქვეყნების გამოცდილებიდან ჩანს, სახელმწიფო ხარჯების პოლიტიკაში ცენტრალური ადგილი სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ხარჯებს უჭირავს. მოსახლეობის ნაკლებად უზრუნველყოფილი ჯგუფების მხარდამჭერი სოციალური პროგრამების დაფინანსებასთან ერთად, საბიუჯეტო სახსრების გარკვეული ნაწილი გამოიყოფა სოციალურ-კულტურული დარგების განვითარების სახელმწიფო პროგრამებისათვის. სოციალურ სფეროში აქტიური როლის შესრულებით სახელმწიფო სოციალურად ორიენტირებული, „კეთილდღეობის სახელმწიფოს„ ნიშნებს იძენს. მოსახლეობის საშუალო ფენის გაძლიერებით მცირდება ლობიზმის ნეგატიური შე¬¬დე¬გების მასშტაბები, სახელმწიფო აპარატის კონსერვატიულ-ბიუროკრატიული ხასიათი, ჩქარდება ეკონომიკის ინსტიტუციონალიზაციის პროცესი, ძლიერდება კერძო სტრუქტურების სოციალური პასუხისმგებლობა, ვითარდება საზოგადოების თვითშეგნება. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებისა და ჰუმანიზაციის პროცესების გაძლიერებით წარმოშობილი ახალი პრობლემებია მდიდრებს საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის შინაარსს.

გადასახადები, როგორც სახელმწიფოს მიერ საზოგადოებისათვის გაწეული მომსახურების საფასური, ეკონომიკის სტიმულირებისა და რეგულირების უმნიშვ-ნელოვანესი ბერკეტი, საბიუჯეტო შემოსავლების ძირითადი წყარო, წინა პლანზე აყენებს დაბეგვრის თეორიის საკითხებს გადასახადებისა და ეკონომიკური ეფექტიანობის ურთიერთქმედების ჭრილში და სახელმწიფოს როლს ოპტიმალური დაბეგვრის ფუნქციონირებაში. ამ კუთხითაც გადასახადების მრავალწახნაგოვანი ფენომენიც საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის კვლევის საგანია.

სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის გლობალური პრობ¬ლემა განსაკუთრე-ბულ მნიშნველობას ანიჭებს სახელმწიფო ხარჯების ოპტიმალური განაწილების საკითხს. ამას¬თან დაკავშირებით, მეტად აქტუალური ხდება საბიუჯეტო ფედერალიზმის საკითხების კვლევა, რომელიც საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის შესწავლის ერთ-ერთი სფეროა. მთლიანობაში, საბიუჯეტო-საგადასახადო რეგულირებას, როგორც ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ანუ მაკროეკონომიკური რეგულირების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სახელმძღვანელოში და ზრდის ინტერესს საკვლევი პრობლემის მიმართ.

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის კვლევის მნიშვნელოვანი სფეროა აგრეთვე შემოსავლების გადანაწილების პრობლემებიც, რომლებიც, თავის მხრივ, მოიცავენ სიღარიბისა და მინიმალური სოციალური გარანტიების, ინფლაციისა და მოსახლეობის შემოსავლების გაუფასურების, ქველმოქმედებისა და მეცენატობის, განათლების განვითარებისა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო დაფინანსების და სახელმწიფოს მიერ მეცნიერების სტიმულირების აუცილებლობის საკითხებს.

ინსტიტუციურ რეფორმებთან (განსაკუთრებით განსახელმწიფოებრიობასთან), ახალი მსოფლიო წესრიგისა (ეკონომიკური წესრიგის პრიორიტეტის გათვალისწინებით) და სამოქალაქო საზოგადოებისმ შენებლობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც უდიდეს გავლენას ახდენენ საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის განვითარებაზე, კიდევ უფრო აფართოებს საკვლევ არეალს, ხოლო გლობალიზაციის ეპოქალური მრავალწახნაგოვანი პროცესის ახსნა, მისი პოზიტიური და ნეგატიური ეფექტების გავლენა ეკონომიკის განვითარებაზე, კერძოდ კი, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის ფუნქციონირებაზე, ამდიდრებს და უაღრესად საინტერესოს ხდის საკვლევ პრობლემას.

თანამედროვე პირობებში ნაკლებად მოიძებნება საკითხი ქვეყნის ეკონომი-კურ განვითარებაში, რომელიც რაიმე კუთხით გავლენას არ ახდენდეს საზოგა-დოების სოციალურ ორიენტირებულობაზე.სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის განვითარების შემდგომი საფეხური _ სოციალური საბაზრო ეკონომიკა ცივილიზაციის ახალი ფორმაა, რომლის „ყლორტები“ უკვე გამოიკვეთა დასავლეთ ევროპის ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში. ეს უაღრესად საინტერესო პრობლემა ნაშრომის ლაიტმოტივი და განხილვის თემაა.

დაბოლოს, პოსტკომუნისტურ ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკაზე გარ-დამავალი პერიოდის პრობლემები კიდევ უფრო აფართოებს საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის კვლევის არეალს. ამასთან დაკავშირებით, სახელმძღვანელოში გაშუქებულია საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის როლი და ზემოთ ჩამოთვლილი ზოგადსაკაცობრიო ამოცანების განხორციელების თავისებურებები საქართველოს საბაზრო სისტემაზე გარდამავალ ეკონომიკაში.

ყურადღებას იმსახურებს საზოგადოებრივ სექტორში დასაქმებულთა სტატუსის განსაზღვრა.

საზოგადოებრივი სექტორი როგორც არაკომერციული (არასაბაზრო) სექტორის ნაწილი (არაკომერციულ სექტორში შედის აგრეთვე შინამეურნეობები), ეკონომიკურ ურთიერთობათა სპეციფიკური სფეროა, სადაც არ მოქ¬მედებს ბაზრის კანონები (ან მოქმედებს შეზღუდულად) და ეკონომიკურ სუბიექტებს შორის არის ურთიერთობის არასაბაზრო წესი, ამასთან, მოგების მიღება არ წარმოადგენს წამყვან ეკონომიკურ საქმიანობასა და წარმოების მიზანს. საზოგადოებრივ სექტორში წამყვან როლს ასრულებს სახელ¬მწი¬ფო შესაბამისი ინსტიტუციური ერთეულებით, ხოლო მიზანია საზოგადოებრივი დოვლათის წარმოება. საზოგადოებრივ სექტორში, გარდა სახელმწიფო სექტორისა, შედის “მესამე სექტორი” _ არასახელმწიფო, არაკომერციული სექტორი.

საბაზრო ეკონომიკის, როგორც კაპიტალიზმის განვითარებული ფორმის, სტრუქტურის შესახებ ნათელ წარმოდგენას იძლევა №1 სქემა. 

სქემა №1. სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის სტრუქტურა 

კერძო, კომერციულისექტორიმოიცავს კერძო მწარმოებელ ფირმებში, საწარმოებსა და ორგანიზაციებში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, ხოლო მისი დაფინანსების წყაროა კერძო სექტორში წარმოებული საქონლისა და მომსახურების გაყიდ¬ვით მიღებული შემოსავალი.

ერეულსექტორშიშედის საერთო ინტერესების საფუძველზე შექმნილი სხვადასხვა მიზნის მატარებელი საბაზრო სისტემის ნებისმიერი სტრუქტურა.

შინამეურნეობათვითუზრუნველყოფაზე მყოფი გამოცალკევებული ინსტიტუციური ერთეულია. 1981 წლის გაეროს კომისიის გადაწყვეტილებით, შინამეურნეობა შეიძლება იყოს წარმოდგენილი ერთი პირით ან ადამიანთა ჯგუფის სახით. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს ფუნქციების განხორციელებაში მთავარ როლს სახელმწიფო ბიუჯეტი ასრულებს, ხოლო სახელმწიფო სექტორი საზოგადოებრივი სექტორის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ამიტომ საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა არსებითად სახელმწიფო ფინანსების ხარჯზე ფუნქციონირებს. გამონაკლისია მხოლოდ „მესამე სექტორი“, რომელიც სრულიად განსხვავებულ დაფინანსებაზე მყოფი სტრუქტურაა.

სახელმწიფომმართველობისსექტორში (საბიუჯეტოსექტორში) შედის: უწყებები, სააგენტოები, მმართველობის სეგმენტი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე საბიუჯეტო დაფინანსებისა და სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი სკოლები, საავადმყოფოები, კულტურის დაწესებულებები და ა.შ.

ურბანიზაციის ზრდა გავლენას ახდენს საზოგადოების ცხოვრების დონესა და ხარისხზე, ცვლილებას იწვევს დასაქმების სტრუქტურაში, რაც, თავის მხრივ, აფართოებს ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების სფეროს, ზრდის მოთხოვნას საზოგადოებრივ დოვლათზე. იზრდება მოთხოვნა განათლებაზე, ჯანდაცვაზე, კულტურაზე (თეატრები, მუზეუმები), სოციალურ დაცვაზე, ფართოვდება გარე ეფექტების რეგულირების სფერო. ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, წარმოიქმნება მოთხოვნის ახალი სახეობები (ელექტრონული ვაჭრობა, გლობალური კავშირი და ა.შ.) და ბუნებრივია, ფართოვდება არა მხოლოდ მაკრო-, არამედ მიკრო-, მეზო- და მეგაეკონომიკური რეგულირების სფერო, რაც განაპირობებს საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის გაფართოებას.

“მესამე სექტორი”, როგორც არასახელმწიფო, არაკომერციული სექტორი და საზოგადოებრივი სექტორის შემადგენელი ნაწილი, ფართო სპექტრის ორგანიზაციების, კავშირების, გაერთიანებების, ფონდებისა და ა.შ. ერთობლიობაა, საქმიანობს სპეციფიკურ რეჟიმში და კომერციული სტრუქტურებისგან განსხვავებულ მიზნებს ისახავს. “მესამე სექტორის” მიზანი სოციალური, საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ა.შ. სფეროებში არსებული პრობლემების გადაჭრაში აქტიური მონაწილეობის მიღებაა, მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების, კონფლიქტების გადაჭრის, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისა და ა.შ. ხელშეწყობა და მიღწევაა.

“მესამე სექტორი” ყალიბდება ისეთ საზოგადოებაში, სა¬დაც მიმდინარეობს ღრმა სოციალურ-ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ასე შემდეგ ცვლილებები. იგი, როგორც ინსტი¬ტუციური ერთეული*, თავისებური რეაქციაა სახელმწიფოსა და ბაზრის ნაკლოვანებებზე, ხოლო როგორც შუამავალი სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის, ხელს უწყობს სოციალური დაძაბულობისა და კონფლიქტების შემცირებას.

„მესამე სექტორი“ ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

_„მესამე სექტორის“ საშუალებით საზოგადოება გამოხატავს (და ზოგჯერ ახორციელებს კიდეც) თავის სამართლიან მოთხოვნებს;

_ ხელს უწყობს საზოგადოებაში მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხა-რისხის ამაღლებას, პლურალიზმის განვითარებას;

_ მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება-ში;

_ წარმოადგენს რა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციას, არა მხოლოდ ავრცელებს სხვადასხვა ინფორმაციას, არამედ სხვადასხვა საკითხისადმი ქმნის კიდეც ალტერნატიულ მიდგომებს განათლების, სამედიცინო მომსახურების, სოციალური დაცვის, საარსებო მინიმუმისა და ა.შ. პრობლემებთან დაკავშირებით;

_ საზოგადოებრივი ღირებულებების დაცვისას, ზოგჯერ გამოდის როგორც სახელმწიფოს პარტნიორი, ზოგჯერ კი არის სახელმწიფოს ქმედებათა ალტერნა-ტივის როლში;

_ ხელს უწყობს საზოგადოების ინტეგრაციას, სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვას;

_ მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების მობილიზებაში, საპროტესტო კამპანიების ორგანიზებაში;

_ მოქალაქეებს აძლევს იმის საშუალებას, რომ გამოხატონ თავიანთი აზრი საზოგადოებრივ პრობლემებზე. მისი ორგანიზაციების საშუალებით მოქალაქეები აიძულებენ სახელმწიფოს პირნათლად შეასრულოს თავისი მოვალეობები;

_ გარკვეული თვალსაზრისით, ასრულებს მაკონტროლებელ ფუნქციებს;

_ დგას დემოკრატიული წესების დაცვის სადარაჯოზე;

_ აქტიურად გამოდის როგორც ცალკეული პიროვნებების, ისე მოქალაქეთა ჯგუფების უფლებების დასაცავად;

_ გამოდის საერთაშორისო ასპარეზზე: ახორციელებს სახელმწიფო და საერთაშორისო ვალდებულებების მონიტორინგს, მოითხოვს ამ ვალდებულებების შესრულებასა და ა.შ.

_ საზოგადოებას უწევს იმ სოციალურ, საგანმანათლებლო, იურიდიულ, საინფორმაციო და ა.შ. ხასიათის მომსახურებას, რასაც, როგორც წესი, არ უზრუნველყოფს არც სახელმწიფო და არც ბიზნესი;

_ აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ეთნიკურ და რასობრივ ნიადაგზე წარმოქნილი კონფლიქტების პრევენციასა და დაძაბულობის მოხსნაში. სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში “მესამე სექტორის” მონაწილეობა ხელს უწყობს კონფლიქტების თავიდან აცილებასა და ურთიერთთანამშრომლობის მიღწევას.

ეკონომიკის „მესამე სექტორისა“ და საზოგადოებრივი სექტორის შემადგენელი ნაწილია სამოქალაქო საზოგადოება. იგი ნებაყოფილობით საწყისებზე შექმნილი, არასახელმწიფო დამოუკიდებელი, არაკომერციული, ადამიანის უფლებების დამცველი ასოციაციების ერთობლიობაა, რომელიც გამოხატავს საზოგადოების ინ¬ტე¬რესებს და თავისუფალია ხელისუფლებისა და ბიზნესის ზეწოლისაგან. იგი ხელისუფლების თანაბარუფლებიანი პარტნიორია სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება-ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში. სამოქალაქო საზოგადოება მაღალი სოციალური, მორალური, საზოგადოებრივი და კულტურული სტატუსის მქონე ფენომენია. იგი განვითარებულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ ურთიერთობებზე დაფუძნებული, სახელმწიფოსაგან დამოუკიდებელი, მაგრამ მასთან ურთიერთზემოქმედებაში მყოფი რთული სტრუქტურაა. სამოქალაქო საზოგადოება გამორიცხავს კომერციულ საქმიანობასა და ამ გზით სარგებ-ლობის მიღებას. იგი დაფუძნებულია სოციალურ სოლიდარობაზე და უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოსთან ერთად სამეურნეო, სა-მართლებრივი, ეთნიკური, რელიგიური საკითხების განხილვაში, ხოლო არა აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მოქალაქეებს შორის სადავო საკითხების გადაჭრაში, რაც დამოუკიდებელი სასამართლოს პრეროგატივაა.

სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციებია:

1. სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპების დაცვის საფუძველზე, გაკონტროლების გზით, პოლიტიკური ძალაუფლების შეკავება აბსოლუტური ბატონობისგან;

2. საზოგადოებრივი ურთიერთობების სტაბილიზაცია;

3. სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურებს შორის ურთიერთობის ნორ-მალიზაცია და ბალანსის დაცვა;

4. კონსტიტუციური პრინციპების ცხოვრებაში დანერგვისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება;

5. საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა;

6. პროექტის ჩარჩოებში გარემოს დაცვა.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსებას ახორციელებს მრავალი სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ნაციონალური თუ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდები, კონკურსის საფუძველზე გამო-ცხადებული ისეთი პროექტების ჩარჩოებში, რომლებიც ეხება კონკრეტულ ქვეყანაში, ზემოთ განხილული სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციებისა და ამოცანების გარდა, განათლების სისტემის განვითარებას,* ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლე¬მების გადაჭრასა და უკიდურესი სიღარიბის დაძლევას.** საქველმოქმედო ფონდები გამო¬ყოფილი გრანტებით გარკვეულწილად მონაწილეობენ არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობის მართვაში, ახორციელებენ მონიტორინგს, კურირებენ პროექტების რეალიზაციასა და ა.შ.

სამოქალაქო საზოგადოება, თავისი არასახელმწიფო, არაკომერციული ორგანიზაციებითა და ასოციაციებით, წარმოადგენს “მესამე სექტორს”, რომელიც აერთიანებს არასამთავრო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს და, სა¬ხელმწიფო სექტროთან ერთად, წარმოადგენს საზოგადოებრივ სექტორს.

დაბოლოს, სოლიდარობა და მაღალი პასუხისმგებლობა ის ფასეულობებია, რომლებიც თან ახლავს არაკომერციული ორგანიზაციების _ „მესამე სექტორის“ საქმიანობას.

ამრიგად, საბაზრო ეკონომიკის რთულ სისტემაში შემავალი ქვეყნის სოციალურ ორიენტირებულობის ამაღლებისკენ „მიპყრობილი“ საზოგადოებრივი სექტორი ყურადღებას იპყრობს თავისი ორიგინალობით, სტრუქტურით,მიზნებითა და ამოცანებით. ამიტომ სავსებით ლოგიკურია,რომ საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა ჩამოყალიბდა მეცნიერების სრულიად ცალკე დარგად, რომელიც მოითხოვს სხვადასხვა ასპექტით განხილვას, საკვანძო საკითხების გაშუქებას როგორც გლობალურ, ისე ლოკალურ დონეზე. ეს დროის მოთხოვნა და საზოგადოებრივი დაკვეთაა.

გამოყენებული და საორეანტაციო ლიტერატურა

აბესაძე რ. მოსახლეობის ცხოვრების დონე, სიღარიბე და უმუშევრობა საქართველოში. `შრომები. XIტომი. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე, 2013;

ასათიანი რ. კეთილდღეობის ეკონომიკის თანამედროვე მოდელები. `ეკონომისტი, 2017, #1;

ასათიანი რ. საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის, როგორც მეცნიერების, გენეზისი. `ეკონომისტი, 2016, #3;

ასათიანი რ. XX საუკუნის მსოფლიო ეკონომიკის კონცეპტუალური ანალიზი და საქართველოს ეკონომიკური პორტრეტი. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე, 2015;

ასათიანი რ. თანამედროვე ეკონომიკის მცირე ენციკლოპედია. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე, 2014;

ასათიანი რ. საით მიდის საქართველო? სოციალურ-ეკონომიკურ იგანვითარების კონცეპტუალური ანალიზი. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე, 2014;

ასათიანი რ. საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის სწავლების აუცილებლობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. `სოციალურიეკონომიკა, 2014, #1;

ასათიანი რ. საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა და მისი განვითარების თავისებურებები საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში. `პოსტკომუნისტური ქვეყნების ეკონომიკების აქტუალური პრობლემები თანამედროვე ეტაპზე. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალები. 28-29 ივნისი, 2013. თბილისი, 2013;

ასათიანი რ. ახალი მსოფლიო წესრიგი და მისი პრინციპების რეალიზაციის არსებული მდგომარეობა საქართველოში. `საქართველოსეკონომიკა, 2013, #12;

ასათიანი რ. საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა და სოციალური რეფორმები. `შრომები~. VIტომი. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე, 2008;

ასათიანი რ. პატარა ქვეყანას დიდი შეცდომების უფლება არა აქვს. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე, 2005;

ასათიანი რ. ახალიმსოფლიოწესრიგიდასამოქალაქოსაზოგადოებისმშენებლობა. `მაკრომიკროეკონომიკა, 2003, #4;

როუზენი ვ. საჯარო ფინანსები. თარგმანი ინგლისურიდან, თბილისი, 2007;

ჭითანავა ნ, თაკალანძე ლ. სოციალური ეკონომიკა. I ნაწილი. თბილისი, `ინოვაცია, 2008;

Asatiani R. Study of Public Sector Economics as Necessary Condition of Social Orientation. “Bulletin of the Georgian Academy of Sciences”. Vol. 169, number 2, March-April, 2004;

Atkinson A. B., Stiglitz J. E. Lectures on public economics. 1980;

Coase R. The Problem of Social Cost. “Journal of Law and Economics”. Vol. 3, 1996;

Stiglitz J. E. Economics of the public sector. Second Edition. New York-London, “W.W. Nortonn & Company”, 1999;

Musgrave R. The Theory of Public Finance. NewYork, McGrowHill, 1959;

Асатиани Р. Все ли отношения в рыночной экономике рыночны? “Российский экономический журнал”, 1993, № 7;

Белл Д. Грядущее постиндустриальное общество. Перевод с английс­ского. М., «Academia», 1999.

Кеинс Дж. Общая теория занятости, процента и денег. Перевод с английского. М., “Прогресс”, 1978;

Занабворов В. С. Теория государственных финансов. М., ИД ГУ ВШЭ, 2006;

Зенков М. Ю. Зарубежный опыт управления: государственная служ­ба. Новосибирск, 2014.

Ринквист М. Об общественном секторе: что он дает и что берет. Стокгольм, 1995;

Стиглиц Дж. Ю. Экономика государственного сектора. Пере­вод с английского. М., «издательство московского универ­си­­тета», “Инфра-М”, 1997;

Юрьева Т.В. Социальная экономика. Учебник. М., “Дрофа”, 2001;

Якобсон П. Экономика общественного сектора. Под ред. Жильцова Е. Н. Лафея Ж. Д. М., «Аспект пресс», 2000.

 


* ეს საკითხი სხვადასხვა კუთხით განხილული გვაქვს წიგნში: ასათიანი . პატარა ქვეყანას დიდი შეცდომების უფლება არა აქვს. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე~, 2005, გვ.: 363, 420, 422, 558-560.

**კონკრეტულად იგი უკავშირდება ეკონომიკური თეორიის (პო¬ლი¬ტიკური ეკონომიის) მამამთავრის ადამ სმითის ფუნდამენტური ნაშრო¬მის _ `ხალხთა სიმდიდრის მიზეზებისა და ბუნების შესახებ~ (1776) გამოსვლას. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ამ ნაშრომს უკავშირდება ეკონომი¬კური მეცნიერების წარმოშობა, ხოლო მანამდე არსებულმა ეკონომიკურმა მიმდინარეობებმა _ მერკანტილიზმმა და ფიზიოკრატიზმმა _ მხო¬ლოდ შექმნეს წანამძღვრები ეკონომიკური მეცნიერების აღმოცენებისათვის.

[1]ასათიანი . საქართველოს ეკონომიკა. ახალი ეპოქა. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე~, 2009, გვ.: 40-42; 205-241; 215-218; ასათიანი რ. ზოგადი ეკონომიკური თეორია და მისი სწავლების აღდგენის აუცილებლობა უნივერსიტეტებში (საკითხის დასმის წესით). თბილისი, გამომცემლობა `სიახლე~, 2013, გვ. 7_8.

[2]Кеинс Дж. Общая теория занятости, процента и денег. Перевод с английского. М., «Прогресс», 1978, с. 55.

* ამიტომაცაა, რომ თანამედროვე პირობებში განვითარებულ ქვეყნებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეკონომიკური თეორიების მნიშვნელოვანი პოსტულატების გათვალისწინებას სახელმწიფოსა და ბაზრის ურთიერთობაში.

[3] ასათიანი . ეკონომიკის `სერვიზაცია~ _ საზოგადოების პოსტ¬ინდუსტრიული განვითარების მნიშვნელოვანი მახასიათებელი. `საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ეკონომიკის სექცია. ჳ ტომი. 1993, # 2.

[4]Экономическая цивилизация ипост индустриализм. “Экономи­ческая теория на пороге XXI века.” М., “Юрист”, 2000, с. 49-57.

*ეროვნულ ანგარიშთა სისტემა შეიქმნა ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატის რაგნარ ფრიშის (1895-1973) უშუალო ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ ანალიზში მათემატიკური მეთოდების გამოყენებაში შეტანილი წვლილისთვის ნორვეგიელი მეცნიერის-პატივსაცემად 1978 წელს დაარსდა ფრიშის მედალი..

[5] ასათიანი . მომსახურება და საბაზრო სისტემა. თბილისი, “თბილისის უნივერსიტეტის გამომცემ-ლობა”, 1993, გვ. 44-49.

[6]Белл Д. Грядущее постиндустриальное общество. Перевод с английс­ского.  М., «Academia», 1999.

** სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის (გაეროს განვითარების ფონდი, საერთაშორისო სავა¬ლუტო ფონდის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის – UNCTAD, მსოფლიო ბანკის...) თუ ცალკეულ მკვლევართა მიერ ერთმანეთისგან განსხვავებული კრიტერიუმების საფუძველზე შემოთავაზებული კლასიფიკაციების მიხედვით, ამ ქვეყნების რაოდენობა განსხვავებულია. მაგალითად, გაეროს განვითარების ფონდის კლასიფიკაცია მოიცავს მსოფლიოს 194 ქვეყანას, მათ შორის, განვითარებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 30 ქვეყანა, აქედან, უფრო განვითარებული (less developed countries)   24 ქვეყანა, რომელთა წილად მოდის მსოფლიოში წარმოებული საქონლისა და მომსახურების თითქმის 2/3, ნაკლებად განვითარებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 30 ქვეყანა, აქედან, უფრო განვითარებული (more developed countries) _ 24 ქვეყანა, რომელთა წილად მოდის მსოფლიოში წარმოებული საქონლისა და მომსახურების თითქმის 2/3, ნაკლებად განვითარებულია (less developed countries) 137 ქვეყანა, რომელთა წილად მოდის მსოფლიო მოსახლეობის 81%. ცალკე ჯგუფადაა გამოყოფილი აღმოსავლეთ ევროპისა და СНГ–ს ქვეყნები, მაგრამ არსებობს 22 ქვეყანა, რომელიც ნებისმიერ კლასიფიკაციაში ხვდება, როგორც განვითარებული ქვეყანა. ეს ქვეყნებია: აშშ, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, კანადა, ესპანეთი, შვედეთი, იტალია, ნორვეგია, ლუქსემბურგი, ავსტრია, შვეიცარია, ბელგია, დანია, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია, ნიდერლანდი, პორტუგალია, ავსტრალია, ახალი ზელანდია.

* აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ლინდონ. ჯონსონმა 60-იან წლებში გამოაცხადა `ომი სი-ღარიბესთან~ და დაიწყო სახელმწიფო პროგრამების განხორციელება.

[7]Асатиани Р. Все ли отношения в рыночной экономике рыночны? “Российский экономический журнал,” 1993, №1.

*`ნეოკლასიკურისინთეზის~ მთავარი წარმომადგენელია `ეკონომიქსის~ პირველი ავტორი პოლ სამუელსონი.

*2014 წლის საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საბაზ¬რო უწო¬ნასწორობის ნათელი მაგალი-თია თვითუზრ უნველყოფის დონე (ადგილობრივი სასურსათო წარმოების თანაფარდო¬ბა სასურსათო მოხმარებასთან) რიგი სასოფლო-სამეურნეო პრო¬დუქციის მიხედვით: ხორბალი 8%, ფრინველის ხორცი 25%, ხორცი 41%, ბოსტნეული 70% და ა.შ.

*ინსტიტუციური ერთეული – სამეურნეო ერთეული, რომელიც ფლობს აქტივებს და თავისი სახელით ღებულობს ვალდებულებებს. გამოყოფენ კორპორაციებს, კვაზიკ ორპორაციებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებს, შინამეურნეობებს.

* მაგალითად, როკფელერის ფონდი აფინანსებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს მთელ მსოფლიოში.

**მსოფლიოში უმსხვილესი საქველმოქმედო ფონდი` ბილა და მელინდი გრეისი~აფინანსებს ჯანდაცვის სფეროსა და სიღარიბესთან ბრძოლის პროექტებს.